www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ეზოს მოწყობა/მოპირკეთებაზე
მომწოდებელი: Deutsche Internationale Schule Tbilissi
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე სკოლის კამპუსს აშენებს. მშენებლობის დამკვეთი ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან ქვემოთ მითითებული სამუშაოები შეასრულონ და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

** მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის და მასთან არსებული ბაღისთვის ახალი შენობის აშენება.
** მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი.
** მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067.
** შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა.
** მშენებლობის დასაწყისი: 2017 წლის აპრილის დასაწყისი/აპრილის შუა რიცხვები
** შენობის დასრულების ვადა: ეზოს მოწყობისა და მოპირკეთების სამუშაოების ჩაბარების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ივლისი.
** მცენარეების დარგვა უნდა მოხდეს 2017 წლის ნოემბერში

სამუშაოს აღწერა: სკოლისთვის განკუთვნილი 8.300 კვ.მ ეზოს მოწყობა/მოპირკეთება და მცენარეების დარგვა.

შესასრულებელი სამუშაო:

** სკოლის ღობის მშენებლობა ფუნდამენტის ჩათვლით
** ბეტონის კედლები
** ნიადაგის სამუშაოები
** ფილების დაგება
** მცირე ელექტრო სამუშაოები
** გამწვანება/მცენარეების დარგვა
** სარწყავი სისტემები

გადახდის ფორმა:

1. წინასწარი გადახდის გარეშე
2. ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაო აღიწერება და ჩაბარდება, ამის შემდეგ ქვითრის გაცემიდან 30 დღეში მოხდება თანხის გადახდა. პირველი გადახდა მოხდება მინიმუმ 2 თვეში.

ტენდერში მონაწილოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 მსგავსი დასრულებული პროექტი (ეზოს მოწყობა/მოპირკეთება)- მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში
** მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება
** დაახლ. 1 მლნ. ლარი მინიმუმი წლიური ბრუნვა
** გენერალურ კონტრაქტორად მუშაობის გამოცდილება
** გერმანულ/ინტერნაციონალურ სამშენებლო პირობებით მუშაობის გამოცდილება
** ინტერნაციონალური უსაფრთხოების ზომების დაცვა

დაინტერესებულ ფირმებს მოთხოვნის საფუძველზე გავუგზავნით შემდეგ დოკუმენტაციას:

** გეგმები
** შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა
** ხელშეკრულების ნიმუში

ამისათვის მიმართეთ: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge

გთხოვთ ყველა დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლოთ და თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში ორშაბათის ჩათვლით - 2017 წლის 3 აპრილი (18:00 სთ-მდე), შემდეგ მისამართზე მოგვაწოდოთ:

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
ბატონი გიორგი ხუბულური
ლვოვის ქ. 56
0160 თბილისი/საქართველო

წარწერით: "კონფიდენციალური ტენდერი-შემოთავაზება- გთხოვთ არ გახსნათ"

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:

** ფირმის პრეზენტაცია
** რეკომენდაციების სია მშენებლობის დამკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით
** ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
** ფირმაში დასაქმებულთა სია, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია
** წლიური ბრუნვის დეკლარაცია
** დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ კომპანიას არ აქვს საგადასახო დავალიანება
** ხარჯთაღრიცხვები (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი)
** ხარჯთაღრიცხვები (ელექტრონული სახით Excel-ის ფორმატში CD დისკზე)

გთხოვთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ელექტრონული ფოსტით არ გამოაგზავნოთ!

ტენდერის მიმდინარეობისას შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

ანდრე ნიკიშ
ჯი ეი ნიკიშ, გერმანული არქიტექტურა & დიზაინი
თამარაშვილის ქ. 13, კორპუსი 7, ბინა 1
თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 595596354
ელ.ფოსტა.: a.niekisch@ganiekisch.ge

გთხოვთ შემოთავაზების დამუშავებისას ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ზოგად მითითებებს:

დამუშავების დრო: 2 კვირიანი დამუშავების დრო რომ დაიცვათ, უმჯობესია თქვენს მომწოდებლებს/მწარმოებლებ სფასების დასადგენად დაუყოვნებლივ დაეკონტაქტოთ, რათა მათ დროულად მოგაწოდონ ინფორმაცია ფასების შესახებ.

ფასის ფიქსაცია: თქვენი შემოთავაზების ფასი ხელშეკრულების/მშენებლობის მთელი დროის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. ცვლილებები დაუშვებელია. ამიტომ გირჩევთ თქვენი მომწოდებლებისგან სტაბილური ფასის გარანტია მოითხოვოთ.

ვალუტის ცვლილების რისკ-ფაქტორი: ვალუტის ცვლილების რისკ-ფაქტორი რომ არ შეგექმნათ, შეგიძლიათ გარკვეული პოზიციები ხარჯთაღრიცხვაში ევროში მიუთითოთ. მაგრამ ასეთი პოზიციები უნდა იყოს გამონაკლისი და მხოლოდ იმ საქონელს უნდა შეეხოს, რომელსაც თქვენ ევროში შეიძენთ და ამის დადასტურების წარდგენაც შეგიძლიათ. ამისთვის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ევროს გრაფა. შემოთავაზებების შედარება რომ შევძლოთ გთხოვთ, ევროში მითითებული თანხა ლარებშიც გადაიყვანოთ და ამისთვის სავარაუდო გაცვლითი კურსი 1 ევრო=2,7 ლარი გამოიყენოთ. მოგვიანებით, გადახდის დროს აქტუალური გაცვლითი კურსი იქნება გამოყენებული.

გადახდის გზა: წინასწარი გადახდა არ მოხდება. ინვოისები მომზადდება და წარმოადგენთ ყოველთვიურად, მაქსიმუმ 4 კვირის გადახდის ვადით.

სამშენებლო დრო: ეზოს მოწყობა/მოპირკეთება უნდა დასრულდეს 2017 წლის 15 ივლისის ჩათვლით, რადგანაც სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის მზად უნდა იყოს. ამიტომ დაგვიანება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სოლიდური ჯარიმით ანაზღაურდება. ეს არ ეხება მცენარეების დარგვას, ეს სამუშაო უნდა განხორციელდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას 2017 წლის ნოემბერში.

გარანტია: ხელშეკრულების §13 თავის მიხედვით ტენდერის გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს გარანტია (საბანკო, სადაზღვევო, იპოთეკა) ხელშეკრულების თანხის 5% ოდენობით 3 წლის ვადით.

სატენდერო მოლაპარაკება: გთხოვთ საბუთები სრულყოფილად დაამუშაოთ, რადგან გერმანული სატენდერო მოლაპარაკებების წესები დაუშვებელს ხდის შეთავაზების წარდგენის შემდეგ ფასის ან პირობის შეცვლის შესაძლებლობას, ანუ პირობები, რომლებიც უკვე შეტანილია ხელშეკრულების ნიმუშში აღარ შეიცვლება.

გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენ ასევე ვაცხადებთ სკოლის ეზოში დასამონტაჟებელ სათამაშო ინვენტარის მოწოდებისა და დამონტაჟების მომსახურების ტენდერს. გვინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ტენდერშიც მიიღოთ მონაწილეობა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru