www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ევროპის კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპის კერძო სამართალი ინგლისურ და გერმანულ ენებზე - რა მოიაზრება მასში?

საქართველოში და თვით რეგიონშიც კი, პირველად იწყებს ფუნქციონირებას ახალი სამაგისტრო პროგრამები ევროპის კერძო სამართალში;

პროგრამის ბრენდია ის, რომ :

** პროგრამა სრულად ისწავლება ინგლისურ/გერმანულ ენებზე;
** პროგრამა მოიცავს მხოლოდ 10 საგანს და ათივე საგანს ანალოგი არ აქვს საქართველოში;
** ამ პროგრამაზე სტუდენტებს ექნება საშუალება, რომ ქართულ დიპლომთან ერთად მიიღოს ჩვენი პარტნიორი უცხოენოვანი უნივერსიტეტის დიპლომიც;
** პროგრამა გათვლილია ამ მიზნით, რომ კურსდამთავრებული თავისუფლად დასაქმდეს საზღვარგარეთ ან საქართველოში რომელიმე ტრანსნაციონალურ კომპანიაში;
** პროგრამა "ჩაშლილია" შედარებით სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით.
** საგანმანათლებლო პროგრამაში მოიაზრება მაღალი კლასის პროფესიონალთა-მკვლევარ თეორეტიკოსთა და უნიკალური იურიდიული პრაქტიკის მქონე სპეციალისტთა გუნდი.
** ჩვენი უნივერსიტეტის ქართულენოვან სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მსურველთა დიდი მოთხოვნა ყოველწლიურად გარანტირებულია. ის ფაქტი, რომ ჩვენს ქართულენოვან პროგრამაზე 300 მაგისტრანტი გვყავს თავად მეტყველებს CSL-დმი საზოგადოებრივ მოთხოვნაზე.
** კავკასიის სამართლის სკოლა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია კლიენტთა კონსულტირებაში, რომელიც გაიმართა ამერიკაში.
** სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დარჩებიან ქართულ ბაზარზე, ექნებათ თავიანთ კოლეგებთან შედარებით ექნებათ ნაციონალური სამართლის პრობლემატიკის გაცილებით სიღრმისეული და სრული ხედვა.
** სამართლის სამაგისტრო საგანმანათელბლო პროგრამის ძლიერი მხარეებია: კვლევასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა; პროგრამის სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების ოპტიმალური თანაფარდობა; საგანმანათლებლო პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხი; პარტნიორთა/დამსაქმებელთა, იურიდიული კლინიკების ფართო სპექტრი.

მიღების წესი:

** საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
** უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა;
** სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველის მომზადების დონის განსაზღვრა ტესტური წესით ინგლისურ/გერმანულ ენებში. ინგლისური/გერმანული ენის ტესტისაგან თავისუფლდებიან კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური/გერმანული ენის (არანაკლებ B2 დონეზე) ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
** სამხედრო ბილეთი
** 4 ფოტოსურათი
** სამოტივაციო წერილი
** 2 რეკომენდაცია

გადახდის პირობები:

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 11.000 ლარს, რაც წელიწადში შეადგენს 5500 ლარს. სწავლის საფასურის გადახდა სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად წარმოებს.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

საკონტაქტო პირები:

სოფიო შენგელია, სამაგისტრო და სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების დირექტორი
ტელ: 599 777 104
ელ-ფოსტა: sshengelia@cu.edu.ge

ნათია შენგელია, სამაგისტრო პროგრამების აკადემური მენეჯერი ტელ: 599 88 55 71
ელ-ფოსტა: nshengelia@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru