Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მიმღები-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Vortex Fitness
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / განცხადების ვადა: 1 მაისი

"Vortex Fitness" თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავარჯიშო სივრცეა, რომელიც ფიტნესსა და რამდენიმე სახეობის ჯგუფური ვარჯიშების სერვისებს აერთიანებს.

ამჟამად "ვორტექსი" ეძებს რეცეფციის თანამშრომელს (მიმღები-ადმინისტრატორი) ორი სხვადასხვა ფილიალისთვის.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ფიტნეს დარბაზის სერვისების გაცნობა და მათი ინფორმირება
** სატელეფონო ზარებსა და ფეისბუქ მესიჯებზე პასუხი
** მომხმარებლებთან ანგარიშსწორების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა

პირობები:

** გრაფიკი: ცვლადი (დილის და საღამოს ცვლები)
** ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

დამატებით:

** ფიტნეს დარბაზის უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულმა პირებმა 1 მაისამდე შეავსეთ ეს ფორმა.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.