Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ტრაილერის მძღოლი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ტრაილერის მძღოლის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გადასაზიდი საქონლის ვიზუალური დათვალიერებით შეფასება და მითვლა, ასევე მომხმარებლისთვის ჩაბარება;
** მანქანის ძარაზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება;
** ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და და სისუფთავე;
** საგზაო წესების დაცვა;
** დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (მინიმუმ 1 წელი);
** მართვის მოწმობა (E კატეგორია);

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 5 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "ტრაილერის მძღოლი ბათუმი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 170 202.

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.