Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: წარმოების ცვლის უფროსი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge) აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სამუშაო პროცესის უწყვეტობა;
დაგეგმოს და გააკონტროლოს მის ცვლაში მომუშავე პირთა საქმიანობა;
** უზრუნველყოს პროდუქციის დროული დამზადება/აღრიცხვა /დასაწყობება;
** არ დაუშვას ნედლეულის არამიზნობრივი ხარჯვა და წარმოებული პროდუქციის დაზიანება/დაკარგვა, მსგავსი ფაქტის დადგომის შემთხვევაში, უზრუნველყოს ხელმძღვანელის ინფორმირება;
** მატერიალური ფასეულობების აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** წარმოების პროცესში ხარვეზების გამოვლენა, მისი აღმოფხვრა და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24 საათი;
** კვება+დაზღვევა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 5 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "წარმოების ცვლის უფროსი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.