Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora resort & spa", რომელიც მდებარეობს საგურამოში, 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში, აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.

მდებარეობა: საგურამო
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ: ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და ტრანსპორტირებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიის მონიტორინგი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
** უზრუნველყოს ობიექტზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
** მოახდინოს მყისიერი რეაგირება ნებისმიერ კანონდარღვევაზე და შეატყობინოს მენეჯერს.

პროფესიული მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@sevsamora.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 341 400

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 05.05.2024

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.