Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ლოკაციის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ლოკაციის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადო ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა მხრიდან დისციპლინარული, გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
** დარღვევების გამოვლენის სქემის დამუშავება, მათი წინასწარ ეტაპზე დაფიქსირების მიზნით;
** რისკ-ფაქტორების გამოვლენის მიზნით თანამშრომელთა შორის მომეტებული რისკის მატარებელი ჯგუფების განსაზღვრა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** შესაძლო საფრთხეების სრულად და დროულად იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის დაფიქსირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ვიზიტორებთან დაკავშირებული პრობლემების და სადავო საკითხების განხილვა-დარეგულირება;
** დაცვის თანამშრომლების კონტროლი;სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა საკითხებში (პოტენციურ საფრთხეებსა და სხვა საკითხებზე);

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - შეთანხმებით;
** სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 5 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ლოკაციის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.