Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არომაკო
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

"არომაკო" წარმოადგენს არომა მარკეტინგში 18 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდს, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ოპერირებს. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ პრობიოტიკებით გაჯერებული, ჯანსაღი და სურნელოვანი პროდუქტების ფართო ასორტიმენტს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://aromaco.ge/en?

"არომაკოს" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1200-1500 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** Fitpass.

მოვალეობები:

** "არომაკოს" გუნდთან ერთად ბიზნესის განვითარება;
** კორპორატიული კლიენტებისთვის "არომაკოს" პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის გაყიდვა;
** კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ჩვენი მოთხოვნებია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია გყავდეთ საკუთარი ავტომობილი/

თუ გაქვს შენი თავის იმედი გელით ჩვენთან, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aromaco.ge და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.