Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამშენებლო ზედამხედველი
მომწოდებელი: ცურ გრუპი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

კომპანია "Tsur Group"-ის გუნდში ველით ახალ წევრს სამშენებლო კომპანიაში სამშენებლო ზედამხედველის (Site manager) პოზიციაზე.

კომპანია "Tsur group" არის ებრაულ-ქართული ჰოლდინგი. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2020 წლიდან. ჰოლდინგში გაერთიანებულია სხვადასხვა განხრით მოწინავე კომპანიები.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია: შპს "არომაკო", შპს "ბიზნეს ლაბორატორია", შპს "ნამი", შპს "რუუთს", შპს "ინოტეკი", შპს "ჯორჯიან ინვესტმენტ", შპს "ბი იო", შპს "მელიქიშვილის ბიზნეს ცენტრი".

ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://tsur-group.com/en

ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass.

მოვალეობები:

** ობიექტის სამშენებლო პროექტის დეტალების და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებულ სტანდარტებსა და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესების გაცნობა;
** ობიექტის სამშენებლო პროცესების კონტროლი და საზედამხედველო მოვალეობების შესრულება;
** სამშენებლო სამუშაოების ხარისხისა და ტემპის კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობასთან შემოწმება;
** ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების აზომვის უზრუნველყოფა;
** სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვის გამოთხოვა;
** ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევის, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობის გამოვლენის უზრუნველყოფა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
** დაკვალვის სამუშაოებზე დასწრება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
** სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების აღმოჩენა, დარეგისტრირება და სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირის და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** საშემსრულებლო პროექტების რევიზიის განხორციელება ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის (როგორიცაა კონსტრუქციული, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტები) ინფორმირება;
** კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოებისას სამუშაო პროცესის თვალყურის დევნება;
** აკონტროლებს სამშენებლო მასალების სპეციფიკაციის კონტროლი;
** სისტემატურ ანგარიშგების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან (ვერბალური, ელექტრონული და ა.შ);
** მიკუთვნებული ინვენტარის დაცვა, მოფრთხილება და კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობებით;
** ახალი თანამშრომლების სწავლება და ზედამხედველობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** უმაღლესი განათლება - სამშენებლო მიმართულებით;
** MS programs (Excell, word, PP);
** Autocad, Archicad.

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@tsur-group.com და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.