Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: Sales and Account სტაჟიორი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

"TNET" (Technology Network) წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში რომელიც TBC PLC ჯგუფის წევრია.

"თინეთი" 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პროდუქტები 4 ძირითადი მიმართულებით არის წარმოდგენილი: ცხოვრების სტილი, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება (Super APP, Myauto.ge, Myhome.ge, Mymarket.ge, Myparts.ge, Myshop.ge, Vendoo.ge, Swoop.ge, Tkt.ge, Livo.ge)

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, Sales and Account Intern-ის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

"თინეთში" სტაჟირების განმავლობაში შესაძლებლობა გექნება:

** გაეცნო გაყიდვების სრულ ციკლს;
** შეისწავლო ჩვენი პროდუქტი და გააცნო პოტენციურ პარტნიორებს;
** ჩაერთო ექაუნთ მენეჯმენტის პროცესებში;
** გაეცნო სარეკლამო ბანერების და ციფრული მარკეტინგის მიმართულებას;

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** ხარ ბაკალავრის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
** ფლობ MS Office პროგრამებს;
** ხარ მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge;
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.