Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრატორი, ექიმი-ესთეტიკოსი
მომწოდებელი: კლინიკა ნოემი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 6 მაისი

ესთეტიკური კლინიკა "ნოემი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის და ექიმი-ესთეტიკოსის პოზიციაზე.

1. ადმინისტრატორი

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ცვლებით, დასვენება - 2 დღე
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).

ფუნქციები:

** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** სტუმრის მიღება და ყავით გამასპინძლება;
** ჯავშნების განხორციელება პროგრამაში;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Instagram;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ასევე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** კომუნიკაბელური;
** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** გაწონასწორებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებული;
** პრეზენტაბელური;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში;
** მოწესრიგებული და თავაზიანი.

2. ექიმი-ესთეტიკოსი

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, დასვენება - 1 დღე
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებით)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა აპარატურულ პროცედურებზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი - ლიცენზია ჩაითვლება უპირატესობად, (შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** ექიმი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მქონე;
** მოტივირებული თანამშრომლებისთვის კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტრენინგებს და პროფესიულ ზრდას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელფოსტაზე: info@noemie.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.