Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 45 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 08:00-17:00 და 15:00-24:00 სთ
** დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე ურთიერთშეთანხმებით
** ანაზღაურება: 800-950 ₾ + ბონუსი (დამოკიდებულია შერჩეულ ფილიალზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში.
** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
** წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე)
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/

ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv@zgapari.ge, ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40

გისურვებთ წარმატებას.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.