Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პოს ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პოს ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის #6
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 1 სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** შემოსული დავალებების დახარისხება და განაწილება ტექნიკოსებზე, პროგრამის საშუალებით;
** შესრულებული დავალებების შემოწმება/კონტროლი;
** რეპორტების მომზადება/გენერაცია;
** კლიენტებთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, რომელიც კავშირშია მის კომპეტენციასთან;
** დაქვემდებარებული კოორდინატორებისთვის დავალებების გადანაწილება და შესრულებული დავალებების კონტროლი.

მოთხოვნები:

** გარკვეული ცოდნა IT სფეროში;
** სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** ენები: რუსული ენა B2 / ინგლისური ენა B1
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულება;
** სტრესული სიტუაციების მართვა;
** დროის მენეჯმენტი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში
** Fitpass ბარათს
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000-2500 ლარი (Net)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "პოს ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.