Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" ეძებს გუნდის ახალ წევრს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული/გასული კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** მეილებზე დროული რეაგირება/უკუკავშირი;
** შემოსული და გასული წერილების აღრიცხვა/გატარება;
** კაფეტერიის მენიუს მონიტორინგი კაფეტერიის გუნდთან და მისი მშობლებისა და მოსწავლეებისთვის გაგზავნა (ყოველკვირეული);
** ადმინისტრაციული და სასწავლო რესურსების მართვა, ორგანიზება, გაცემა და მონიტორინგი;
** ადმინისტრაციის საწყობის მართვა;
** სატრანსპორტო მომსახურების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
** მოსწავლეთა და მშობელთა საკონტაქტო ინფორმაციის, ასევე მეილ ჯგუფების მონიტორინგი და განახლება IT დეპარტამენტის მხარდაჭერით;
** მთარგმნელობითი საქმიანობა საჭიროების შემთხვევაში (მაგ: წერილების, კითხვარების);
** მოსწავლეთა/ მშობელთა სასკოლო ბარათების უზრუნველყოფა IT დეპარტამენტის მხარდაჭერით;
** მოსწავლეთა სკოლიდან გასვლებში ჩართულობა და მონიტორინგი;
** მოსწავლეთა მხარდაჭერა ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში;
** მოსწავლეთა ნებართვის ფორმების ორგანიზება, შეგროვება და მონიტორინგი (ცურვის ნებართვის ფორმა, სამედიცინო, დამოუკიდებლად მგზავრობის და ა.შ);
** მოსწავლეთა ლოქერების განაწილება და მონიტორინგი;
** მოსწავლეთა პირადი საქმის წარმოება;
** მოსწავლეების ჩარიცხვა/ამორიცხვა/მობილობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

აპლიკაციის მიღების პროცედურა:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ან/და შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე career@bga.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ადმინისტრაციული ასისტენტი". გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე კანდიდატები

"ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის" მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა ინტერესების დაცვა. უსაფრთხო შერჩევის პროცედურის უზრუნველსაყოფად პოზიციით დაინტერესებული ნებისმიერი კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოფილი დამსაქმებლისგან სარეკომენდაციო ცნობა/წერილი, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტები, მათ შორის ცნობები ნასამართლობის შესახებ.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.