Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბიზნეს განვითარების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჯიმ ბრიზ
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

"Gym Breeze" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჩუბინაშვილის #52/კონსტიტუციის #6
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ:

Gym Breeze არის დინამიური და ინოვაციური კომპანია, რომელიც მზად არის მომხმარებელს მიაწოდოს გამორჩეული და განსხვავებული ფიტნეს სერვისები და რეკრეაციული პროექტები. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს აქტიური დასვენების შესაბამისი გარემო და ხელი შეუწყოს ჯანსაღ, გასართობ აქტივობებს და საერთო ინტერესების ირგვლივ სოციალიზაციას.

ამჟამად ტერიტორიაზე პადელის ცხრა კორტი ფუნქციონირებს. Gym Breeze ახლო მომავალში სხვადასხვა სპორტის სახეობას, გარე სავარჯიშო დარბაზსა და პარკს გააერთიანებს.

ჩვენი გუნდი არის კონკურენტულ ფიტნეს ინდუსტრიაში ბრენდის პოპულარიზაციაზე და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ბიზნეს განვითარების კოორდინატორს, რომელიც ჩვენს გუნდს შემოუერთდება. აღნიშნული პოზიცია საუკეთესოა კრეატიული, ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანისთვის, რომელიც მონდომებით განახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს, განავითარებს ბიზნეს ურთიერთობებს და იზრუნებს კომპანიის ზრდაზე და მის სტრატეგიაზე.

სამუშაო აღწერილობა:

ბიზნეს განვითარების და მარკეტინგის კოორდინატორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიაში ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენაში, განვითარებაში, მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვასა და მართვაში, უზრუნველყოფს გაყიდვების ზრდას და ზედამხედველობას გაუწევს პროექტის მსვლელობას. იმისათვის რომ, ბაზარზე ბრენდი ეფექტურად წარმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ მის საერთო წარმატებას, აღნიშნულ პოზიციაზე განვიხილავთ ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარის მქონე, კრეატიულ თანამშრომელს, რომელსაც ასევე აქვს პროექტების მენეჯმენტის ცოდნა ან/და გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** აქტიურად იყოს ჩართული პროექტ (ებ)ის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და დაგეგმვაში და მართოს სტრატეგიული გეგმის მოკლე, კონკრეტული და მიღწევადი მისიების ჩამოყალიბების პროცესი;
** პოტენციურ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად შეიმუშაოს და განავითაროს ახალი ბიზნეს შესაძლებლობები, რომელიც ხელს შეუწყობს Gym Breeze-ის ბრენდის ზრდას და ბაზარზე პოზიციონირებას;
** ზედამხედველობა გაუწიოს ბრენდინგის მასალების და სტრატეგიების განვითარებას, უზრუნველყოს ბრენდთან დაკავშირებული შეტყობინებების თანმიმდევრულობა და იდენტურობა ყველა პლატფორმაზე;
** ჩაატაროს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ბაზრის კვლევა, რათა შეაგროვოს ინფორმაცია ფიტნეს ინდუსტრიის ტრენდების და მომხმარებელთა უპირატესობების შესახებ და მოამზადოს შესაბამისი ანგარიშები;
** მოამზადოს პრეზენტაციები და სარეკლამო მასალები Gym Breeze-ის გაყიდვების გაზრდის და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვის მიზნით;
** მართოს პროექტების/კამპანიების მსვლელობა ყველა ეტაპზე, ანალიზი გაუკეთოს და შეაფასოს მარკეტინგული კამპანიების წარმატება;
** უზრუნველყოს პროექტების დროული განხორციელება და შესაბამისობა კომპანიის სტრატეგიის მიზნებთან;
** კოორდინირებულად იმუშაოს პროექტთან დაკავშირებულ გუნდებთან, რათა უზრუნველყოს ახალი პროდუქტის/სერვისის წარმატებით განხორციელება და პოპულარიზაცია ფიტნეს სექტორში;
** ზედამხედველობა გაუწიოს სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას, როგორებიცაა ფიტნეს გამოფენები, სავაჭრო გამოფენები, ვებინარები და უზრუნველყოს ბრენდის ხილვადობა;
** შექმნას და მართოს კომპანიის კომერციული სტრატეგია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბიზნეს განვითარების, მარკეტინგის, გაყიდვების ან მსგავს სფეროში, ასევე სასურველია პროექტების მართვის მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე (C1) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მარკეტინგული სტრატეგიების, ბრენდინგის, გაყიდვების პროცესების და პროექტის მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე/პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ
ელ-მისამართზე: Hradjara@collectivedv.com 2024 წლის 5 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "GYM BREEZE, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.