Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი
სამუშაო დრო: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, შაბათი: 10:00 - 15:00
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი + ბონუსები ფილიალის გეგმის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: თანამშრომლების შერჩევაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან სატელეფონო ზარის განხორციელება და პროდუქციის გაცნობა
** მომხმარებელთა ბაზის გაზრდა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ
** განმავითარებელ ტრენინგებს
** კორპორაციულ ღონისძიებებს
** სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: jobsautohome@gmail.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.