Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი - არასრული განაკვეთი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის (არასრული განაკვეთი) თანამდებობაზე ბათუმის სერვისცენტრში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:00 საათიდან 16:00 საათამდე; შაბათი - საჭიროების შემთხვევაში.
ანაზღაურება: 450 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის მომხმარებლებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაბამისი პროცედურული რეაგირება;
** მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის ცოდნა
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
** MS პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი.
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ინდივიდუალური გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბათუმის გაყიდვების ოპერატორი (ნახევარი განაკვეთი)

შპს "საქართველოს ფოსტისთვის" განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "საქართველოს ფოსტამ" მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თუ გსურთ შპს "საქართველოს ფოსტამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.