Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

მოთხოვნები:

ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "მზარეულის დამხმარე".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.