Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

კომპანია "ჩემი ოფისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში, ა. ბელიაშვილის ქ

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://myo.ge/

თუ გაინტერესებთ გაყიდვებისა და მომსახურების სფერო და გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

შერჩეულ კანდიდატს კომპანია აძლევს საშუალებას გაიაროს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კურსი. ადგილზე დაეუფლოს გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, დაესწროს ტრენინგებს, როგორც პროდუქციის ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის შესახებ.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის რეალიზება;
** პოტენციურ მომხმარებელთა მოზიდვა და მათთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთა მომსახურება;
** მომხმარებელთა ბაზის აღრიცხვა;
** პოტენციური მომხმარებლებისათვის არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სხვადასხვა პროგრამების შესწავლას;
** ულიმიტო სასაუბრო დროს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ, კულტურულ ღონისძიებებს.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №9
** გრაფიკი: 09:00-დან 18:00 სთ-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება - გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.