Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დღის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ახალი სიცოცხლე
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" კლინიკა "ახალი სიცოცხლე" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: დღის რეგისტრატორი.

ძირითადი მოთხოვნები:

სავალდებულოა:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა.

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება;
** პორტალზე პაციენტის დაზღვევის შემოწმება;
** ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე: Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დღის რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.nlife.ge/


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.