Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: ჯი ენ ელ
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

შპს "ჯი ენ ელ" სავაჭრო ნიშნით "LOTTO.GE" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ: დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი - სრული.

ფუნქციები და მოვალეობები:

** RS-ზე ზედნადებებით საქონლის გაწერა მყიდველებზე;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი/შედარება;
** საწყობში ნაშთების კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის (მიღება-ჩაბარებების და სხვა) წარმოება/შენახვა/დაარქივება;

ძირითადი მოთხოვნები:

** საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადები, ფაქტურები RS.ge-ზე);
** საბუღალტრო პროგრამაში Fina მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge. წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შპს "ჯი ენ ელ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://lotto.ge/


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.