Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სასტუმროს დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო მუხრანთუბანი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სასტუმრო "მუხრანთუბანი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის პოზიციაზე.

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 29 ნომერი.

ჩვენს გუნდში სამუშაოდ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილგანწყობილ თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება და კარიერული ზრდა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის 23 (თავისუფლების მეტროსთან ახლოს);
** ანაზღაურება: 1100 ლარი;
** ბენეფიტები: კვება + ფორმა.

ძირითადი მოვალეობები:

** ოთახების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** მენეჯერის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** დაზიანებული ნივთების აღრიცხვა;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.

საჭირო უნარები:

** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: jikidzes@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ - "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 91 30 00.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.