Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" ეძებს გუნდის წევრს ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.

კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა.

ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.

"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2500 ლარამდე

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა
** წახალისების სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინტერიერის დიზაინის შექმნა
** პროექტის წაკითხვა, გარჩევა და ობიექტის აზომვა;
** დამკვეთის რეკომენდაციების მიხედვით გეგმარების და 3 განზომილებიანი ვიზუალიზაციის მომზადება;
** შექმნილი ინტერიერის დიზაინის მართვა/ხელმძღვანელობა დედლაინთან ერთად და მისი კონკრეტულ ბინებზე მორგება;
** დიზაინის მომზადება წინასწარ განსაზღვრული მატერიალებით ან ესკიზში;
** ხარჯთაღრიცხვის შესადგენად, მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის და აქსესუარების დათვლა პროექტის მიხედვით;
** სარემონტო სამუშაოების პროცესების მონიტორინგი შესაბამისი კომეტენციის ფარგლებში;
** მუშანახაზების მომზადება;
** რენდერების მომზადება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა 3D MAX, ArchiCAD, Adobe Photoshop;
** კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით;
** უცხო ენების ცოდნა სასურველია (B2 დონეზე);

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა, კრეატიულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება არქიტექტორ-დიზაინერის, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ეტაპს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება არქიტექტურა/დიზაინის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.

შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.