Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი და მაჩვენებლების წინა პერიოდებთან შედარება;
** ბაზრის საერთო ღირებულების დასადგენად,
** გაყიდვების არხების (ტენდერი, რითეილი, საბითუმო, b2b და ა.შ.)
** ბაზარზე სხვადასხვა მოთამაშეების/კონკურენტების შესწავლა;
** მომხმარებელთა სეგმენტების ანალიზი (გენდერობის, ასაკის, შესაძლებლობების და ა.შ.);
** პროდუქტის მომწოდებლების შესწავლა;
** სიახლეების მოძიება-კვლევა;
** სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა;
** კომპანიის მომხმარებელთან დაკავშირებული ანალიტიკა;
** ქსელის თანამშრომლების მიერ კატეგორიის ცოდნის კვლევა და შემოწმება;
** კატეგორიისა და ქვეკატეგორიის განსაზღვრა;
** კატეგორიისთვის მიზნების განსაზღვრა - გაყიდვების, მოცულობის, მარჟის, ბრუნვადობის
კატეგორიის ტაქტიკების დადგენა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარება;
** კატეგორიის სპეციალისტთან ერთად შეკვეთების მომზადება/განხილვა;
** მომწოდებლებთან ვალდებულებების თვალყურის მიდევნება ფინანსური განყოფილების მონაცემებზე დაყრდნობით;
** კოორდინირების გაწევა კატეგორიის სპეციალისტის საქმიანობაზე და თანამშრომლობა სხვა კატეგორიის მენეჯერებთან, ქსელის მართვასთან, ლოჯისტიკასთან, ფინანსებთან, მარკეტინგთან.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენა საშუალო დონეზე;
** იმპორტის მიმართულებით გამოცდილება;
** სასურველია ჰქონდეს 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საბავშვო პროდუქტის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (კატეგორიის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.