Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

შპს "ჯეოსტარი" დაფუძნდა 1995 წელს და ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით როგორებიც არიან: BIC, Papia, Familia, Bingo, Molfix, Molped, Joly, Evony, Parex, Dalan, Avedov, Bonduelle, Rogachevsk, Zlato, Cargill, Sisi, Filadoro, Glamur და ა.შ.

ოფისის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება. გამასპინძლება (ყავა, ჩაი)
** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;

ოფისის მენეჯერისთვის სავალდებულოა:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების WORD, EXCEL, POWER POINT ფლობა.

ოფისის მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე .

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00-მდე შაბათ-კვირის გარდა

კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას. კომპანიის ოფისი მდებარეობს სამგორში, სამგორის ქ. 36 ბ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.