Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ ვებგვერდს: https://myo.ge/

თუ გაინტერესებთ გაყიდვებისა და მომსახურების სფერო და გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.

"ჩემი ოფისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
** ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
** მომწოდებლებთან შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კოორდინირება;
** პროდუქციის ანალიზი, აქტიური და მოთხოვნადი პროდუქტების გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია კანცელარიაში, ან დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა (ინგლისური, რუსული);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** მოტივირებული და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** გრაფიკი: 09:00-დან 18:00, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება - შესყიდვების დეპარტამენტში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.