Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურება - 750 ლარი

ძირითადი მოვალეობა:

** საფოსტო გზავნილების ჩამოტვირთვა, დასაწყობება სერვისცენტრის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე სპეციალისტი - ბათუმი".

შპს "საქართველოს ფოსტისთვის" განაცხადის/რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "საქართველოს ფოსტამ" მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასება, აგრეთვე დასაქმების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

თქვენს მიერ დამსაქმებლისათვის ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თუ გსურთ შპს "საქართველოს ფოსტამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.