Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: AS Georgia
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

სამშენებლო კომპანია "ას ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფასების მოძიება და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადება;
** გამოსაყენებელი მასალებისა და სამუშაოების ფასის კვლევა;
** დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** "ფორმა 2"-ის მომზადება;
** მასალების ჩამოწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო სფერო, ფინანსები, ბიზნესის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** Advanced Excel, Archicad, Autocad.

უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსი გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:​ hr@asgeorgia.ge  ​და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ხარჯთაღმრიცხველი".​


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.