Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: Auto Home
გამოქვეყნდა: 7 აპრილი / განცხადების ვადა: 5 მაისი

ავტომობილების სადილერო კომპანია "Auto Home" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით (საშუალო ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1000-1300 ლარი);
** ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათი: 10:00-15:00;
** ადგილმდებარეობა - თბილისი, დიღმის მასივი.

შესასრულებელი ამოცანები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და კომპანიის სერვისების შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ.1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების MS Excel-ის სამოყვარულო დონეზე ცოდნა.

კომპანია გთავაზობთ:

** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;
** განმავითარებელ ტრენინგებს;
** სიმ ბარათს, ულიმიტო სასაუბრო დროით;
** დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;
** უფასო კორპორაციულ დაზღვევას მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: jobsautohome@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა " კლიენტთა მომსახურების მენეჯერი "


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.