Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქცევითი თერაპევტი
მომწოდებელი: ღია სახლი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი "ღია სახლი" ფუნქციონირებს ქ. ქუთაისში და ემსახურება განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს. ორგანიზაცია ეფუძნება მულტიდისციპლინური რეაბილიტაციის პრინციპს და მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალური და კერძო დაფინანსების პირობებში. ამჟამად ვემსახურებით 300-მდე ბენეფიციარს, იმერეთის მასშტაბით.

"ღია სახლი" ეძებს ქცევით თერაპევტს.

მოთხოვნები:

** საბაკალავრო განათლება: ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის, ოკუპაციური თერაპიის ან რომელიმე სხვა მომიჯნავე სპეციალობის განხრით.
** ქცევის თერაპიის საბაზისო კურსი: მონაწილეს გავლილი უნდა ჰქონდეს ABA თერაპიის ბაზისური ტრენინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდეს მოცემულ ტრენინგზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბავშვის უნარების შეფასება და სამუშაო პროგრამის შედგენა სუპერვაიზერთან ერთად;
** ბენეფიციარის ოჯახში/ბაღში/ცენტრში ვიზიტების განხორციელება, ძირითადად ცენტრში;
** ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმა და განხორციელება, მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფით;
** ბენეფიციარის ინდივიდუალური ისტორიის წარმოება;
** სამუშაო შეხვედრებზე (კრებებზე) და ტრენინგ კურსებში მონაწილეობა უწყვეტი განათლების მიზნით.

შერჩევა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად:

1. ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
2. გასაუბრება;
3. ტრენინგი (საჭიროების შემთხვევაში);
4. პრაქტიკა ორგანიზაციაში (საჭიროების შემთხვევაში).

განმცხადებელმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი ორგანიზაციის ელფოსტაზე: openhousekutaisi@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 33 43 65; 597 90 35 55


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.