Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საკემატა ფიტნესი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

"საკემატა ფიტნესი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე (ფილიალები: გლდანი/ვარკეთილი)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიღება/დახვედრა;
** მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია, მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლების რეგისტრაცია;
** მომხმარებელთან ანგარიშსწორება (სალარო აპარატთან/ტერმინალთან) მუშაობა პროდუქციის და მომსახურების რეალიზაცია;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ საშუალო განათლება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-დან 15:00-მდე ან 15:00-დან 22:00-მდე (7 საათი დღეში, შესვენების ჩათვლით, კვირაში 35 საათი);
** დასვენების დღე: კვირაში ორი დღე;
** ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი (ხელფასი ხელზე ასაღები 700-1000 ლარი + ბონუსი).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპეციალური ფასდაკლებები;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hr@sakemata.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი (გლდანი ან ისთ ფოინთი)

კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.sakematafitness.ge


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.