Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: პრომო აგენტი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

http://www.bms.ge

ფუნქცია - მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებელზე პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქტის გაყიდვა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე.
** დასვენების დღეები: შეთანხმებით;
** სამუშაო საათები: შეთანხმებით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 550 ლარი + ტრანსპორტირების ხარჯი 40 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 1000 ლარის ფარგლებში).
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქსელური ჰიპერ მარკეტები

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.