Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ოპერატორი.

მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ
სამუშაო საათები: დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური შესყიდვების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა აპექსი);
** ყოველდღიური ჩამოწერების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა აპექსი);
** ყოველდღიური ტრანსფერების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა აპექსი);
** პროდუქციის ფასების კონტროლი;
** შიდა დეპარტამენტებს შორის განხორციელებული ტრანსფერების პროგრამული ასახვა;
** უზრუნველყოს შეკვეთილი ტვირთის მიღება, გადათვლა, დახარისხება, შტრიხკოდების დაკვრა და მიზნობრივად გადაცემა დასაწყობებისთვის;
** უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება და გადამოწმება;
** შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
** უზრუნველყოს წუნდებული პროდუქციის დახარისხება, განცალკევებულად დალაგება და აღრიცხვა, სათანადო პირობებით შენახვა;
** მონაწილეობა მიიღოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეისი, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით ან და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office-ის და EXCEL-ის პრაქტიკული ცოდნა;
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებული, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა).

მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი;
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: tursahr@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "ოპერატორი".

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.