Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

ტექნიკის ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტი" არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანიამ 2012 წლდან თავისი კონცეფციით შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე და პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტი"-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის #106.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდებთან ერთობლივი აქციის დაგეგმვა, შესრულება და რეპორტინგი;
** სოც. ქსელების მენეჯმენტი (Facebook, Instagram, Google);
** სარეკლამო შინაარსის მქონე მასალის მომზადება და განთავსება შესაბამის არხებში;
** კომუნიკაცია სარეკლამო სააგენტოებთან და მედიის წარმომადგენლებთან (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა და ა.შ);
** ქსელში სხვადასხვა პრომო აქტივობების დაგეგმვაში ჩართულობა;
** ციფრული მარკეტინგის მიმდინარე ტრენდებში გარკვევა, ანალიზი და საჭიროების მიხედვით შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის შეთავაზება;
** ვიდეო რგოლების რედაქტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის განხრით;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კონტენტ მარკეტინგში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულად გამართულად წერის უნარი, ტექსტის კორექტირების გამოცდილება;
** სავალდებულოა რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია).

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითო აზროვნება;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@metromart.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "მეტრომარტ"-ი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.