Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამეურნეო მენეჯერი
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

"ფავორიტი სტილი"- ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა ამიერკავკასიაში. კომპანია 30 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "ფავორიტი სტილის" მრავალფეროვანი მომსახურების არეალი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

"ფავორიტი სტილის" პრიორიტეტი თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. კორპორატიული კულტურის განვითარებით იწყება წარმატების ისტორია.

შემოგვიერთდი და ერთად შევქმნათ წარმატების ისტორია!

კომპანია "ფავორიტი სტილი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: სამეურნეო მენეჯერი

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ზრდას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და მხარდაჭერას განვითარების ყველა ეტაპზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ა.ენუქიძის #5

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოში სხვადასხვა სამეურნეო საკითხის მოგვარება/ორგანიზება
** შეკვეთების უზრუნველყოფა
** სამეურნეო საქმესთან დაკავშირებული მარაგების მართვის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS OFFICE, EXCEL)

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დამატებითი ბენეფიტები:

** 50%-იანი თანადაფინანსება კვებაზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@phfavorite.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "ფავორიტი სტილი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.