Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის მიმართ. ექთნის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი" აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.

"ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ექთნის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

სამუშაო დრო: 24 საათიანი მორიგეობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ცენტრში შემოსული/არსებული პაციენტების კვალიფიციური მოვლა;
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციაში დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/სტუდენტი (შესაძლებელია სტუდენტი მე-3 სემესტრიდან);
** სანიტარული ნორმების დაცვის წესებისა და პროცედურების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 05 მაისი

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თბილისი- მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ექთნის ასისტენტი ".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმომგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯეო ჰოსპიტალსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს "ჯეო ჰოსპიტალსს"
.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.