Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიის მიმართულებით
მომწოდებელი: Moore Abc
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით (www.moore-georgia.ge).

"Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 112 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 30, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 3.06 მილიარდი აშშ დოლარს (www.moore-global.com).

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას;
** უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს ბუღალტრებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.

ძირითადი მოვალეობები:

** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;

** ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1-B2 დონეზე;

** სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ani.nozadze@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია/მიმართულება - "სტაჟიორი, ბუღალტერია".


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.