Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: შემფუთველი
მომწოდებელი: ტიფლისი სწრაფი კვება
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

"ტიფლისი სწრაფი კვება" აცხადებს ვაკანსიას შემფუთველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი-ილია ვეკუას # 159; ავლაბარი, ჰამლეტ გონაშვილის # 9
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (დასვენება ყოველ მესამე დღეს)
სამუშაო საათები: 1 დღე - დღის ცვლა 9:45-16:30; 2 დღე - საღამოს ცვლა 16:15-23:00; 3 დღე - დასვენება
ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტის მიღება სამზარეულოდან და შეკვეთის გამზადება დადგენილი;
** სტანდარტის შესაბამისად;
** მის პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება აუცილებელი არ არის.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებული;
** სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული.

შერჩევის ეტაპები:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tiflisifood-hr@outlook.com. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შემფუთველი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/ რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

"ტიფლისი სწრაფი კვების" გუნდი გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.