Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დღის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო დაისი სანსეტი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

სასტუმრო "დაისი-სანსეტი" აცხადებს ვაკანსიას დღის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება.

საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** უმაღლესი განათლება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** დამატებითი სამუშაოს/ზეგანაკვეთური საათების შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
გრაფიკი: 2-3 სამუშაო დღე კვირის განმავლობაში 12 საათი, დღის სმენა. ანაზღაურება არის დღიური სამუშაოს მიხედვით (ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება შეადგენს 40 ლარს). სამუშაოს ოდენობა განისაზღვრება შრომის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: recruitmentdaisi@gmail.com

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "დაისი-სანსეტმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.