Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სენდვიჩების, ვრაპების და პიცების ამწყობი
მომწოდებელი: რედ განეში
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

შპს "რედ განეშ"-ი არის ქათმის ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც საკმაოდ მასშტაბური მწარმოებელია და მრავალი წელია უკვე ქართულ ბაზარზეა.

შპს "რედ განეშ"-ი აცხადებს ვაკანსიას სენდვიჩების, ვარაპების და პიცების ამწყობის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაჰესი, ავჭალის ქუჩა N43;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 17:00-საათამდე;
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსები;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის ფურცლის მიხედვით შემოსული პროდუქტის რაოდენობების მიხედვით ნედლეულის მზაობის შემოწმება;
** სენდვიჩების/ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება დროულად და ზედმიწევნით, რეცეპტების შესაბამისად;
** პროდუქციის სახეობების მიხედვით დასტიკერება;
** პროდუქტის ხარისხის და სანიტარულ/ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** დასაწყობების პროცესში ტემპერატურული რეჟიმი, შენახვის პირობებისა და ვადების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არაა სავალდებულო (გადამზადება მოხდება ადგილზე).

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში;
** ხელფასის ზრდის პერსპექტივა მოკლე პერიოდში;
** კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით.

შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2024 წლის 9 მაისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი CV კომპანიის ელფოსტაზე office@mzamzareuli.com - სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

საკონტაქტო ტელ: 595089767

გისურვებთ წარმატებებს!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.