Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ვიდეომონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში.კომპანია 17 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები.მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნეს" მთავარი უპირატესობაა.

კომპანია "ნავნე"აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.

გრაფიკი:

1. კვირაში 5 დღე, 14:00-22:00.

ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
** თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
** GPS კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** სასურველია IVMS პროგრამაში გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობაა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.