Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ER რეგისტრატორი
მომწოდებელი: ბოხუას სახ. კარდიოვასკულარული ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 9 მაისი

შპს "ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.

"ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1;
სამუშაო განრიგი: ყოველ მეოთხე დღეს 16 საათიანი, დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა;

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით)
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის ("subject") ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ER რეგისტრატორი".

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.