Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

სასტუმრო Glarros OldTown-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group. Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ. ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს. "Glarros OldTown" ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Managed by HSC Group
http://www.hscgroup.ge A Good Place to Be

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

LinkedIn - https://www.linkedin.com/company/glarros-oldtown/
Facebook - Glarros OldTown | Tbilisi | Facebook
Website - http://www.glarros.com
HSCgroup website - http://www.hscgroup.ge

სასტუმრო Glarros OldTown აცხადებს ვაკანსიას მებარგულის ბელბოის პოზიციაზე.

ზოგადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.
** კომუნიკაბელურობა
** სტუმართმოყვარე და მეგობრული პიროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** სანდო პიროვნება
** დატვირთვის ქვეშ მუშაობის უნარი
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა (ღამის ცვლის ჩათვლით)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** სტუმრის დახვედრა და სასტუმროს ოთახამდე მიცილება
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა
** სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა
** სასტუმროში არსებული ყველა წესის და სტანდარტის დაცვა
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება რეგისტრაციის განყოფილების ხელმძღვანელობის წინაშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com და წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.