Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: დისტრიბუციის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

"სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "Smotors"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"Smotors" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება; გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით. ხოლო, პორტფელში არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და მართვა;
** დისტრიბუციის სამარშრუტო განრიგისა და ტერიტორიული სქემების შემუშავება, არსებული სადისტრიბუციო ქსელის ოპტიმიზაცია;
** მომხმარებელთა ბაზრის ანალიზი და კვლევა, მათი სწორი სეგმენტაცია, მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება;
** თვიური/წლიური გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა / შესრულება.
** მომხმარებლების მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** კონკურენტების ბაზრის პერიოდული ანალიზი; მონიტორინგი და მათი პროდუქციის შეფასება.
** დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი, თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფა;
** მარაგების მუდმივი კონტროლი შეკვეთების დროულად და შეუფერხებლად მიწოდების მიზნით;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
** მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული კვლევა;
** გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობის B კატეგორია.
** ავტონაწილების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** რუსული ენის საბაზისო ცოდნა. (საძიებო სისტემაში მუშაობის მიზნით)
** მივლინების შესაძლებლობა საქართველოს ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდად კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
** სახელფასო ანაზღაურება შეთანხმებით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.