Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ქ. თბილისში ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word,).

უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირების უნარი
** გამართულად მეტყველების უნარი

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდურობა

მოვალეობები:

** მომხმარებელთან დაკავშირება, მათგან საჭირო ინფორმაციის ეფექტურად მიღება
** მიღებული ინფორმაციის დამუშავება და პროგრამაში ასახვა

სამუშაო საათი და განრიგი:

** სამუშაო განრიგი : ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები 11:00 -19:00

ანაზღაურება: 700 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება

** დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
** მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
** სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
** ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
** მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
** მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
** ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
** ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
** შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.