Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: რუმბოქსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

Რუმბოქსის გუნდში ახალ წევრს ვეძებთ!

ROOMBOX აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან. კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://wwww.roombox.ge

რას გთავაზობთ:

ანაზღაურება- 1500-2000 ლარი, დამოკიდებულია გამოცდილებაზე
სატელეფონო ლიმიტი
ჯანმრთელობის დაზღვევა
Საწვავის და ცვეთის ხარჯის ანაზღაურება

Სამუშაოს აღწერა:

** შესყიდვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება ხელსაყრელ ფასად;
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან, ახალი მომწოდებლების მოძიება, მომწოდებელთა ბაზის წარმოება;
** შეკვეთების დროული მიწოდების ვადების კონტროლი;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი - საჭიროების შემთხვევაში მასალების მომწოდებლისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა;
** ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
** შეკვეთების გადაზიდვების განხორციელება და კონტროლი;
** შემოსული პროდუქციის მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება;
** Მარაგების მართვა და ნაშთების კონტროლი; საწყობის გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარმოება;დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
** მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** საწყობის აღჭურვილობისა და ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი;
** საწყობში უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;

Მმოთხოვნები:

** Სსაკუთარი ავტომობილი (საწვავის და ცვეთის ხარჯებს უზრუნველყოფს კომპანია)
** Შშესყიდვების გამოცდილება;
** Ლლოჯისტიკის მიმართულებით გამოცდილება;
** ინვენტარიზაციის ჩატარების გამოცდილება;
** საწყობის დოკუმენტბრუნვის მართვის გამოცდილება;
** ავტომატიზებულ სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** MS Office-ის ცოდნა, მ.შ. Excell-ის კარგი ცოდნა;

სამუშაო განრიგი:

5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/warehousemanager_dyhn/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.