Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ფილიალის დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 2500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში აქტიური ჩართულობა;
** ფილიალში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა;
** ფილიალის საწარმოო, სასაწყობე, გაყიდვების, სამეურნეო და ინფრასტრუქტურული პროცესების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფილიალის საწარმოო მიმართულების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფილიალის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირებაში აქტიური ჩართულობა;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგებიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების გატარება;
** შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის ზრდის მიზნით სტრატეგიული ღონისძიებების გატარება;
** მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება HR ჯენერალისტთან;
** ტესტირება Excel-ში;
** პროექტული დავალება;
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან

ჩვენ ვითხოვთ:

** უმაღლეს განათლებას ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნას;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება - სასაწყობე-სამეურნეო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ლოჯისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფისა და მენეჯმენტის გამოცდილებას (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** პერმანენტულ ინიციატივებს;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს

რეზიუმეების მიღება განხორციელდება 15 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.