Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: ავტო ზარალების რეგულირების ოფიცერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 15 მაისი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ავტო ზარალების რეგულირების ოფიცრის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N37
განაკვეთი: სრული

შენი, როგორც ავტო ზარალების რეგულირების ოფიცრის მთავარი ფუნქციები იქნება:

** სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე გასვლა და გარემოებების შესწავლა;
** სადაზღვევო შემთხვევაში მონაწილე პირებთან ურთიერთობის წარმართვა;
** კომუნიკაცია სერვის ცენტრებთან;

გამოგვეხმაურე, თუ:

** ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** გაქვს მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);
** გაქვს მანქანის მართვის მოწმობა;
** იცი ინგლისური ენა;

ვეძებთ ჩვენიანს:

** პასუხისმგებლობიანს;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
** საქმეზე კონცენტრირებულს;
** ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს;

როგორ ვიზრუნებთ შენზე?

გთავაზობთ:

** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
** შვებულების 24 სამუშაო დღეს, 8 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
** მაგთის კორპორაციულ პაკეტს;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაგახვედრებთ:

** საინტერესო საქმეს;
** მრავალფეროვნებას;
** სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@tbcinsurance.ge 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ავტო ზარალების რეგულირების ოფიცერი - ბათუმი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

შენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლია მოგვმართო: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ მოგვმართე.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდის ვაკანსიით დაინტერესებისათვის.


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.