Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: სამედიცინო პერსონალი
მომწოდებელი: მარმედი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

კლინიკა "მარმედი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ოჯახის ექიმი, ნევროლოგი (ბავშვთა და მოზრდილთა), ენდოკრინოლოგი (ბავშვთა და მოზრდილთა), კარდიოლოგი, ულტრაბგერის სპეციალისტი, რევმატოლოგი, ალერგოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, პროქტოლოგი, გასტროენტეროლოგი.

კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში და პაციენტებს აწვდის ამბულატორიულ სერვისებს, როგორც ადგილზე კლინიკაში, ასევე ბინაზე თბილისის მასშტაბით.

ოჯახის ექიმი

ძირითადი მოვალეობები:

** თითოეული პაციენტისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
** პაციენტების პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიმართვების გაცემა
** სამედიცინო ისტორიის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
** დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/ საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
** გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება კოორდინატორებთან/ უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით (საექიმო სპეციალობა: თერაპია ან პედიატრია)
** ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა

ულტრაბგერის სპეციალისტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო საქმიანობის წარმართვა სტანდარტების, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით;
** ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული წესებისა და ნორმების დაცვით;
** გამოკვლევის შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება და პაციენტისთვის გაცნობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში (პლევრის ღრუები, პერიკარდიუმი, მუცლის და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოები, ქალის და მამაკაცის საშარდე და სასქესო ორგანოები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მეანობაში, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები);
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ნევროლოგი (ბავშვთა და მოზრდილთა), კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი (ბავშვთა და მოზრდილთა), ალერგოლოგი, რევმატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, პროქტოლოგი

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება
** პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება

ვაკანსიის მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება სამედიცინო განათლება;
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამისი მიმართულებით;
** აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@marmed.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:0322121509


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.