Jobs24.GE
სამსახურები საქართველოში
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოზონ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / განცხადების ვადა: 22 მაისი

შპს "ოზონ ჯორჯია" - საერთაშორისო კომპანია, რომელიც უკვე 30 წელია აქტიურად და უწყვეტად პოზიციონირებს ბაზარზე. დღეს კომპანია არის სამუშაო ტანსაცმლის, დამცავი ფეხსაცმლის, უსაფრთხოების სათვალეების და სამუშაო ხელთათმანების წამყვანი დეველოპერი და მწარმოებელი.

იხილეთ საიტი - https://www.ozon.com.ua/o-kompanii/

შპს "ოზონ ჯორჯია" საქართველოს ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუი ბლეროის ქ. 38
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექსტილის ნაწარმის გაყიდვები);
** უცხო ენების ცოდნა (რუსული/უკრაინული ჩაითვლება უპირატესად);
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონებზე ცოდნა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერითი და მეტყველების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობა:

** ბაზრის კვლევა და პოტენციური დამკვეთების მოძიება;
** მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** შეთავაზების განხორციელება პოტენციურ დამკვეთთან;
** მოლაპარაკების სრული პროცესის წარმართვა;
** დამკვეთთან პირდაპირი კომუნიკაცია.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ მხარდაჭერას;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრული გუნდი;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე hrozongorgia@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ფავორიტმა სტილმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

შპს "ოზონ ჯორჯია" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას


Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.